ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსული ელიტისა და ოლიგარქების აქტივების აღმოსაჩენად და დასაყადაღებლად საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა.
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ჯგუფში შედიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ევროკომისია.
სამუშაო ჯგუფის წევრებს ასევე გადაეცათ 50-კაციანი სია, რომლებზეც გამოძიების ფარგლებში ფოკუსირებას მოახდენენ.
“მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უცხოელი პარტნიორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა რამდენიმე გემის დაკავებას, რომლებსაც აკონტროლებენ სანქცირებული ფიზიკური პირები და სუბიექტები”, – თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ჩამორთმეული გემები ასობით მილიონი დოლარის ღირებულებისაა.