“ღარიბაშვილი კაჩინსკის რა ნამუსით ახსენებს…მისი დაკრძალვისთვის ნაყიდი გვირგვინისთვის სააკაშვილს ასამართლებს “- ნიკა გვარამია

პოლონეთის პრემიერი პირდაპირ ეთერში ყვება იმას, რაც უნდა გაკეთდეს უკრაინის ომის კონტექსტში და მის მხარდასაჭერად. და ყველაფერი ხაზგასმულად ისაა, რასაც საქართველო არ აკეთებს. სულ ახსენებს კაჩინსკის და მის წინასწარმეტყველებას, და ამით რას უსვამს ხაზს, უფრო სწორად, ვის როლს, მგონი გასაგებია – იგივე წინასწარმეტყველების ავტორის, სააკაშვილის.

ps ღარიბაშვილის ბოდვაზე კომენტარი ზედმეტია. ერთადერთი, კაჩინსკის რა ნამუსით ახსენებს საერთოდ, მისი დაკრძალვისთვის ნაყიდი გვირგვინისთვის სააკაშვილს ასამართლებს და ციხეში ჰყავს გამომწყვდეული.

წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share