არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი და სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე აცხადებს, რომ ოზურგეთში ალტ ინფოს ოფისს პოლიციის ეკიპაჟი დარაჟობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
“ოზურგეთში გურული “ალტ ინფოს” ოფისიდან 150 მეტრში, ჩვენი აქციების შემდეგ ეს ეკიპაჟი პერიმეტს დარაჯობს დღე და ღამე.
საკითხავია: ჩვენ გვიცავენ კონსერვატორების მუქარისგან თუ მათ მშვიდობიანი აქტივისტებისაგან?
გუშინ ჩემებს ორმა პილიციელმა პლაკატის გაკვრა აუკრძალა შენობაზე-კერძო საკუთრებააო!
ბატონო პოლოციელებო! არც საქართველოა კერძო კანტორა, გავყიდოთ და გავასხვისოთ!
გასაგებია?
ამ პერიმეტს ჩვენ ვაკონტროლებთ!
თქვენ კრიმინალს მიხედეთ და მოქალაქეებისთვის საშიშ დაჯგუფებებს!” – წერს გოორდელაძე.