თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ის თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ქალაქ ლვოვში, ყირიმელი თათრების საკოორდინაციო ცენტრში შეხვდა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ:

“ანტალიის შემდეგ, შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას, ამჯერად ლვოვში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.” – წერს ჩავუშოღლუ ტვიტერზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share