წულუკიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში დიდხანს იქნება ჩართული

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში კიდევ დიდხანს იქნება ჩართული”. – ამბობს ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გადადგომაზე.

არცერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ საკითხს და ამ ტიპის მიმსგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა, არ ყოფილა, შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება. არ ყოფილა განხილვა”. – ამბობს წულუკიანი.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომასა და თავის ნაცვლაც ირაკლი კობახიძის დანიშვნას განიხილავს. იმავე წყაროების ცნობით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც.

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წლის აპრილში დაბრუნდა – ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2012 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თითქმის ყველა არჩევნების წინ საჯაროდ უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო 2016 წელს ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და რეგიონებში შეხვედრებს მართავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share