“ვის უნდა მიმართოს ზელენსკიმ ჩვენს პარლამენტში? რას შეისმენენ? რას გაიგებენ? რას მოიწონებენ? ტაშს დაუკრავენ? ფეხზე ადგებიან?” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის,  ხატა დეკანოიძის ინფორმაციით, მას  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ქონდა და პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, რომ სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს.
ამ თემას გამოეხმაურა ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
”რატომ? რატომ უნდა ჩაერთოს ზელენსკი საქართველოს პარლამენტს?
ვის უნდა ჩაერთოს? მამუკა მდინარაძეს? ფრიდონ ინჯიას? ზარქუას? კობახიძეს? დიტო სამხარაძეს?
რა უნდა უთხრას კი არა, რაც უნდა უთხრას მან – ზელენსკიმ მათ, რას შეისმენენ? რას გაიგებენ? რას მოიწონებენ? ტაშს დაუკრავენ? ფეხზე ადგებიან?
საქართველოს ხელისუფლებას, თავის საპარლამენტო გუნდიანა, უკვე აქვს გაკეთებული არჩევანი – ის რუსეთთან დადგა მაშინ, როცა რუსეთთან იყო მხოლოდ ბელარუსი.
საქართველოს ხელისუფლება აფინანსებდა და აფინანსებს იმ ტვ არხებს, რომლებიც ზელენსკის მასხარას, კომიკოსს უწოდებდნენ.
საქართველოს ხელისუფლება აფინანსებდა და აფინანსებს იმ პირებს, რომლებიც ომის პირველივე დღეს ამბობდნენ, რომ უკრაინის ჯარი უკვე განადგურებულია.
საქართველოს ხელისუფლება წიწიბურაზე და ბრინჯზე და სარეცხი-საპოხ საშუალებებზე ცვლიდა და ცვლის ქვეყნის ღირსებას.
ახლა ადვილია გამარჯვებული უკრაინის გვერდში დგომა და მისი დროშის ფრიალი, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ, საერთოდაც, პირველი რეაქცია ყველაზე გულწრფელი რეაქციაა… ხელისუფლების პირველი რეაქცია იყო მხდალთა რეაქცია…
ვის უნდა ჩაერთოს ზელენსკი?
პაპუაშვილს?” – წერს ტაბლიაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share