იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი პირდაპირ ეთერში გაკეთებული აღიარების შემდეგ “რუსთავი 2”-ის საქმეზე კითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით სტრასბურგში ნიკა გვარამია დაამარცხა. მისი თქმით, ამჟამად “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამ მარცხს “ვერ ინელებს”.
“დავის მხარე იყო ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები და მეორე მხარე დავის ევროპული სასამართლოს წინაშე იყო იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ, ჩემი ხელმძღვანელობით, ევროპულ სასამართლოში დაამარცხა ნიკა გვარამია და ის სწორედ ამ წარმატებული დავის შემდეგად იქნა განდევნილი რუსთავი 2-დან. ეს მესმის, რომ ძალიან მტკივენეულია ნიკა გვარამიასთვის, რომელიც ვერ ინელებს ამ მარცხს, მაგრამ ეს მარცხი დადგა. მე ძალიან კარგად მესმის ბატონი დვალისა და ბატონი აქიმიძის გულისტკივილი, მაგრამ ის დავა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით სტრასბურგში ეხებოდა მხოლოდ ნიკა გვარამიასა და ქიბარ ხალვაშს შორის ქვეყნის შიგნით დავას, რომელიც როგორც კი გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაიქცა სახელმწიფო დავად”, – ამბობს თეა წულუკიანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯრომარე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” დეპუტატმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 16 დეკემბერს, “რუსთავი 2”-ის ეთერში, ტელევიზიის წამყვანებს უთხრა, რომ მათ ტელევიზია “ქართულმა ოცნებამ” დაუბრუნდა და ამაში იუსტიციის სამინისტროს “ტიტანური შრომა” დევს. გადაცემის წამყვანის რეპლიკას – “ქალბატონო თეა, რუსთავი 2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ”, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამისთვის მათ ძალიან ბევრი იშრომეს და “კანონიერება თავისით არ აღსდგა”.
ამ განცხადებას უპასუხეს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმაც – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ “რუსთავი 2” არა დამფუძნებლებს, არამედ ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომლეთანაც თავდაპირველ დამფუძნებელებს სამართლებრივი დავა აქვთ, რაზეც საქალაქო სასამართლოში არც ერთი სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა.