უკრაინაში საბრძოლველად 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა

უკრაინაში საბრძოლველად, რუსეთის ღია შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ, 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა, – ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბრუნებული უკრაინელების უმეტესობა მამაკაცია.

„ჩვენი ბიჭები არ ნებდებიან, ამიტომ უნდა დავეხმაროთ, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის. უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს, ისევე როგორც ყველა ადამიანი“, – აცხადებენ საზღვრის დაცვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რუსული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share