უკრაინაში 2 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს, რომელიც ფრონტის ხაზზე უკრაინის მხარეს იბრძვის.
“ორით ნაკლები ქართველი…”. – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საბრძოლველად და დასახმარებლად საქართველოდან არაერთი მოხალისე გაემგზავრა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.