ბიძინა გობრონიძე გაერთიანებულ პარკირებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს უხელმძღვანელებს

როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი-გურიის სურსათის უვნებლობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ნინი შეწირულის მეუღლე, ბიძინა გობრონიძე ოზურგეთის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და პარკირების სამსახურს უხელმძღვანელებს.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოდან აცნობეს.

იმის შესახებ რომ ეს სამსახურები გაერთიანდა და მათი ხელმძღვანელები განთავისუფლებულნი არიან, ეს ოზურგეთის მერის, ავთანდილ ტალაკვაძის საჯარო განცხადებიდან გახდა ცნობილი.

მისივე განცხადებიდან ირკვევა, რომ ააიპ “მუნიციპალური ტრანსპორტის” უფროსი ამბაკო გოგოტიშვილი გაანთავისუფლეს, ააიპ “პარკირების სამსახურის” უფროსმა, რომან გოგიტაურმა კი თანამდებობა გასულ წელს დატოვა.

ნინი შეწირული ბოლო საპარლამენტო არჩვნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ბოლო ადგილობრივ არჩევნებში ჯერ გახარიას გუნდში გაერთიანდა, მოგვიანებით კი ავთანდილ თალაკვაძის ერთ ერთ შტაბს, მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობდა.

თავად გობრონიძე ააიპ “სპორტის განვითარების ცენტრს” ხელმძღვანელობდა დღიდან დაარსებისა 2012 წლამდე, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” დროს “ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

მოგვიანებით გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.

 

“ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, საინტერესოა საიდან გაიგეთ” გვიპასუხა გობრონიძემ სატელეფონო საუბრისას ისე, რომ არც კი გვიკითხავს რა ინფორმაციაზე იყო საუბარი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share