უკრაინის თეატრისა და კინოს მსახიობი, ოქსანა შვეცი, კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს. თეატრის ცნობით, მსახიობი საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა.
მსახიობი 67 წლის იყო.
შვეცი აღიარებული იყო უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად და მას “უკრაინის დამსახურებული არტისტის” წოდება ჰქონდა მინიჭებული.