ლვოვის ცენტრში ბავშვის 109 ცარიელი ეტლი დადგეს – რუსი ოკუპანტების ხელით დაღუპული ბავშვების რაოდენობის სიმბოლოდ.
აქციის მიზანია ყურადღება მიაქციოს მსოფლიომ იმ სასტიკ დანაშაულს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სჩადის. გარდა ამისა, ეს არის მიმართვა მსოფლიოს ლიდერებისთვის რომ ჩაკეტონ ცა უკრაინის თავზე.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით,რომელიც დილით გავრცელდა, უკრაინაში პუტინის ომს 109 ბავშვი შეეწირა. სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი, 2 წლის ბავშვი დაიღუპა ნოვიე პეტროვცში