ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. შეიძლება ითქვას, რომ იგი აღფრთოვანებულია ვოლოდიმირ ზელენსკის პერსონით, ხოლო პუტინის მიმართ ზიზღს ვერ მალავს.
“ათასობით ადამიანი იღუპება უკრაინაში, რადგან პუტინს არ შეუძლია აიტანოს ზელენსკის გამარჯვება. ზელენსკი ყველაფერია, რაც პუტინი არ არის: ახალგაზრდა, უფრო მომხიბვლელი და გმირია მთელი მსოფლიოს თვალში”, – დაწერა “ტვიტერში” კინგმა.
მანამდე მან კიდევ ერთი პოსტი “მიუძღვნა” ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის შედარებას და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სოციოპათია, რომელსაც ხელში ბირთვული იარაღი უჭირავს.
“პუტინისგან განსხვავებით, ზელენსკის აქვს თმა. პუტინის მსგავსი ეგოცენტრული ადამიანისთვის ზელენსკი საზიზღარია. ვხედავთ ორი პიროვნების შეჯახებას, რომელშიც ერთ-ერთი სოციოპათია ბირთვული იარაღით ხელში”, – წერს სტივენ კინგი “ტვიტერში”.