პუტინის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, რომ წინასწარ ჩაწერილი გამოსვლა ცოცხლად გაესაღებინა. მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვის წარმოთქმისას რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულება მოულოდნელად გაითიშა და სცენაზე მის ნაცვლად ვოკალური ჯგუფი გაჩნდა.
რუსეთის დედაქალაქის მთავარ სტადიონზე 100 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა წინაშე, გარდა პუტინისა, გამოვიდნენ მარია ზახაროვა, თიკა კანდელაკი, მარგარიტა სიმონიანი და სხვა პროპაგანდისტები, ასევე მომღერალი ოლეგ გაზმანოვი. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, სტადიონზე ჟურნალისტები არ იმყოფებოდნენ, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვს, რომ გამოსვლა წინასწარ იყო ჩაწერილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით კი პუტინის გამოსვლა ჰაკერებმა გათიშეს. კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინის გამოსვლა “სერვერზე, ტექნიკური გაუმართაობის გამო” შეწყდა.