ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბესო ქათამაძე რუსების მიერ გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეზე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, 2008 წლის ომის მონაწილეს უკვე 97 დღეა ცხინვალის ციხეში აწამებენ:
“საქართველოს მთავრობა, გამოიჩინეთ ღირსება, რუსების მიერ გატაცებული საქართველოს ჯარისკაცი 2008 წლის ომის მონაწილე, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლება მაინც მოითხოვეთ, უკვე 97 დღეა ცხინვალის ციხეში წამების და არაადამინური მოპყრობის მსხვერპლია.” – წერს ქათამაძე.