უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკას აეროდრომზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, მოკლულია რუსული არმიის მეთაური.
“მინდა გაცნობოთ, რომ ჩერნობაევკას აეროდრომზე, რომელსაც რუსები სამეთაურო და თვითმფრინავების შემგროვებელ პუნქტად იყენებენ, სასიხარულო შედეგები გვაქვს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნობაევკას აეროდრომს კვლავ შეუტიეს და გაანადგურეს წუნა პუნქტი და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმია” – ამბობს არესტოვიჩი.