დღეს მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი და პრეზიდენტის მხარდასაჭერი კონცერტი იმართება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი არჩილ გამზარდია და სოციალურ ქსელში წერს:
”არის ქვეყანა, სადაც მიცვალებული სულ კუბოს ცეკვა-ცეკვით მიაქვთ საფლავთან და… მერე მარხავენ.
ასეთი იყო დღევანდელი კონცერტი რუსეთში.
იმედია, დროულად დასაფლავდებიან, თორემ ძალიან აყროლდნენ, მსოფლიოს დაუგვიანდა მათი დამარხვა.” – წერს გამზარდია.