14 მარტს ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლას სტუმრობდა, საქართველოს ხელოვნების აკადემიის რექტორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი,სენაკის,, არტ -ფესტივალის“ დამფუძნებელი,- პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
ასევე აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იყვნენ ზესტაფონის ხელოვნების სკოლის დირექტონი სერგო მელქაძე, სენაკის სამუსიკო სკოლის პედაგოგი ლამზირა ხურცია. მოწონება დაიმსახურა სამუსიკო სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლისა და გიტარის კლასის მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ნომრებმა. პედაგოგები ინდირა ღვინჯილია და გიორგი მურვანიძე.
ვალერიან შიუკაშვილმა მოუსმინა ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობისა და სუფსის სამუსიკო სკოლების საფორტეპიანო კლასის მოსწავლეებს, გადასცა დიპლომები და დაუნიშნა საქართველოს უნივერსიტეტისა და მუსიკის აკადემიის მიერ დაწესებული სტიპენდიები.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა ვალერიან შიუკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა პანდემიის პირობებში მოსწავლეთა შესრულების დონით . მადლობა გადაუხადა მშობლებს , მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ბოლოს კი ბატონმა ვალერიან შიუკაშვილმა დამსწრე საზოგადოების თხოვნით რევაზ ლაღიძის ,,რონდო ტოკატა“შეასრულა. ‐ ,, ეს იყო სამუშაო პროცესი. ბატონი ვალერიან შიუკაშვილი კვლავ გვეწვევა ივნისის თვეში და ჩაატარებს მასტერ კლასებს. რაც კარგი მოტივაციაა ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლებისთვის.მადლობა ბავშვებს, პედაგოგებს და მშობლებს, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი შემოქმედებითი დღეები და სტუმრები”, -გვითხრა სამუსიკო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მაია ჩავლეიშვილმა.
#სუფსის სამუსიკო სკოლა
ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა