“უკრაინაში დაიღუპა ერთ-ერთი ის რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში” – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

უკრაინაში მოკლული სერგეი სუხარევი ერთ-ერთია, ვინც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა – ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გამოცემა Europetime -თან საუბრობს.

რასაც უკრაინაში ვუყურებ, ისედაც განმიახლდა ყველა ტკივილი… რუსეთის სახე, ნაწამები გიორგია ჩემთვის. მე ვუყურებ როგორ იღუპებიან ბავშვები, ორსულები, მოხუცები და მახსენდება ის კადრები, რომელთა ყურება დღემდე ბოლომდე ვერ შევძელი – გიორგის წამების კადრები…

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში დაიღუპა ერთ-ერთი ის რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში. მოახლოვდა დრო, აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით”, – ამბობს მაკა ჩიკვილაძე. 

ცნობისთვის, დღეს 18 მარტს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი დაიღუპა. Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით მონაწილეობდა, როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share