N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომელებს ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს, რომლებიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება გუშინ წარუდგინა,