ლეგენდარული ფრანგი კინომსახიობის, ალენ დელონის ვაჟმა აღიარა, რომ მამამისს პირობა მისცა, მასთან იყოს სიცოცხლის ბოლო წუთებში, როცა ის გადაწყვეტს, რომ ევთანაზიის დრო დადგა.
საფრანგეთის ტელეარხს, RTL-ს ენტონი დელონმა უთხრა, რომ დიახ, ეს მართალია, თვითონ მთხოვა ამის შესახებ“, თქვა მან, როცა მედიას ინტერვიუს აძლევდა თავისი ბავშვობის მოგონებების წიგნის, „ძაღლსა და მგელს შორის“ გამოსვლის გამო.
ენტონისთვის ეს იქნება უკვე მეორე შემთხვევა, როცა უკანასკნელ გზაზე უნდა გააცილოს მშობელი. შარშან იანვარში ის გამოეთხოვა დედას, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა. ენტონი დოლენმა დაადასტურა, რომ მართალია, რომ ის დედასთან იყო ბოლო წუთებში, როცა მან გადაწყვიტა ევთანაზიის გზით გამოეთხოვებოდა სიცოცხლეს.
თვითონ ალენ დელონმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში არ ეშინია მიმართოს სიცოცხლის დატოვების ისეთ უკიდურეს ფორმას, როგორიც ევთანაზიაა.
რადიო თავისუფლება