ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 2 რუსული თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი რუსული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, უკრაინელებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრიანის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანდგურეს რუსული ტექნიკა მიკოლაევისა და სუმის რეგიონებში.

მათი თქმით, რუსეთის არმიას მძიმე დანაკარგები აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share