ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს არ ექნება.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 21 მარტის სხდომაზე წარედგინება. ინიციატორთა განმარტებით, პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური დამოკიდებულება რუსულ კომპანიებზე შემცირდება.