“რუსეთში დაბრუნება აღარ უნდათ“–უკრაინული მხარე ამბობს, რომ 562 რუსი ტყვე ყავთ

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში საეხლმწიფო მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ოფიციალურად დღეის მდგომარეობით ოკრაინის ხელისუფლების მიერ მათ ტერიტორიაზე 562 რუსი სამხედრო ტყვეა დარეგისტრირებული.

“ისინი ჩვენს კმაყოფაზე არიან და ისევე იკვებებიან, როგორც ჩვენი ჯარისკაცები. ტყვე კიდევ ათასობით იქნება. ისინი გამოიკითხნენ და ამბობენ, რომ არ უნდათ ტყვეობიდან რუსეთში დაბრუნება. რაც შეეხება ტყვეთა გაცვლაზე თანხმობას, ეს სავალდებულო ფორმაა. ახლა ამ წვევამდელ ბავშვებსს არ უნდათ იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელმაც უკრაინელი ქალების და ბავშვების მოსაკლავად გამოუშვა“– ამბობს ირინა ვერეშჩუკი.

რუსი სამხედრო ტყვეების ბედი აქტიურად განიხილება უკრაინულ მედიაში 12 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი გაიტაცეს. ხუთი დღის შემდეგ ის ცხრა რუს ტყვეში გაცვალეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share