უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 112 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემისვე ცნობით, უკრაინის მოსახლეობის მეოთხედი ლტოლვილია.
ცნობისთვის, გუშინ ლვოვის ცენტრალურ მოედანზე, ომში დაღუპული 109 ბავშვის ხოვნის პატივსაცემად საბავშვო ეტლები გამოიტანეს. თუმცა, დღეს ბავშვების დაღუპვის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
“გუშინ, ჩერნიგოვში საერთო საცხოვრებლის ნანგრევებიდან უკრაინელმა მაშველებმა 7 წლის ტყუპი და-ძმის ცხედრები ამოიყვანეს”, – წერს “ბიბისი” ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით და აღნიშნავს, რომ ომის კიდევ ერთი მსხვერპლი 16 წლის მოზარდია, რომელიც ნიკოლაევის ოლქში აფეთქებას ემსხვერპლა.