წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება.
შეკვეცილია სამივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.თუმცა ოზურგეთის მერიამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამოცხადებული ტენდერი ჩახსნა და გადაწყვიტა, 2021 წელს, წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და განათებებით შეხვდეს. ის მიზერული თანხა კი რაც ბიუჯეტიდან ახალი წლისთვის გამოიყო, ძველი დეკორაციების შეკეთებას მოხმარდება.
“ოზურგეთში როგორც დაგეგმილი იყო ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი უნდა გამოყოფილიყო წინასაახალწლო სამზადისისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ტენდერი ჩაიხსნა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქი წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და საახალწლო განათებებით მოირთვება, ხოლო, ბიუჯეტი მხოლოდ 1150 ლარს შედგენს, რაც არსებული განათებების შესაკეთებლად გამოიყო. დაზოგილი თანხები სოციალურ ნაწილში გადაინცვლებს და საახალწლო კალათა უფრო მეტ ბენეფიციარს შეხვდება.”- გვითხრა განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მანანა ჯაფარიძემ.
მსგავსი სტატიები
- 96
წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება. შეკვეცილია ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ოზურგეთში როგორც დაგეგმილი იყო ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი უნდა გამოყოფილიყო წინასაახალწლო სამზადისისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ტენდერი ჩაიხსნა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქი წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და საახალწლო განათებებით მოირთვება, ხოლო, ბიუჯეტი…
- 95
საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება და გრანტის ოდენობა 13 000 ლარზე მეტს შეადგენს. ევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილებისა და…
- 95
აქციაზე ყურანი და ბიბლია მიიტანეს და აღნიშნეს, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ მოლაპრაკების გზით უნდა დალაგდეს. "მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან"- აღნიშნა პირმა რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო.…
- 95
თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-მა, ტრადიციული საახალწლო სუფრის ინდექსი განაახლა. ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6 სულიან ოჯახს. ინდექსი ითვლის ისეთი ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების ღირებულებას, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, შემწვარი კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, კიტრი-პომიდვრის სალათი, ფხალი, გოზინაყი, ხილი. უწყების მონაცემებით, ამგვარი სუფრის…