უკრაინის პირველ ლედი ოლენა ზელენსკა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართავს, გახდეს შუამავალი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში და დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას ომიდან თავის დაღწევაში:
“მოგიწოდებთ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მშვიდობასა და ძმობას ქადაგებს: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომისგან იტანჯება! აცნობეთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობის აღიარების მნიშვნელობაზე, რომელიც ეფუძნება ღმერთის რწმენას. გთხოვთ თქვენ და სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს, გაგვაგონეთ თქვენი ხმა, რომ გმობთ ომს და მოუწოდებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ.
ომის დაწყებიდან ოლენა ზელენსკა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე მუშაობს. იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების პირველ ლედებთან უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისების მოსაგვარებლად.