რომის პაპმა საავადმყოფოში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვები მოინახულა

რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს რომის „ბამბინო ჯესუს“ საავადმყოფოში 19 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი მოინახულა, რომლებიც უკრაინიდან რუსეთის შეჭრას გამოექცნენ და იტალიაში ონკოლოგიურ და ნევროლოგიურ დაავადებებზე, ასევე აფეთქებების შედეგად მიღებულ მძიმე დაზიანებებზე მკურნალობენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„რომის პაპი საავადმყოფოში მყოფ ყველა პატარს ეწვია, სანამ ვატიკანში დაბრუნდებოდა“, – ნათქვამია წმინდა საყდრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ საავადმყოფოში 50 უკრაინელ ლტოლვილ ბავშვს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share