დათვის დღეობა – ”ხონჭკა სიმინდის დროი რომ მევიდა წამოსულა დათვი და აი ყანა თლა მუუტაფავს”

დიდი ხუთშაბათი დათვის დღეობა იყო და ამ დღეს უქმობდენ: არკაცი არ მუშაობდა. გამევიდა ერი კაცი წინაამდეგი და ქი დეიწყო ყანის მუშოობა.
– ამ დღეს რეიზა შობი ამასო, – რომ უთხრენ, იმან უთხრა: მე შემიჭამოს დათვმა ყანაო. ხონჭკა სიმინდის დროი რომ მევიდა წამოსულა დათვი და აი ყანა თლა მუუტაფავს. მაშვინ წუუდგენ ამ კაცს: ქი გითხარით, იუქმე, რავარც ჩევნ უქმოფთ, ისთეიო.
.
მე რომ შევიქენი დიდი, წივედი დათვის სანადიროთ. ვიშონე ერი თოფი. მონადირე კაცეფს უთხარი: დათვეფს რეიზა არ კლავთ, რომ დაჭამა ყორიფელი-მეთქინ? – გვეშინია ჩვენო. მე გულმა გამიმაგრდა და გამივეკიდე კვალს. პირველათ წავაქციე ერთი დიდი დათვი მაშვინ. მერე ძირს ჩასლის ხანს დევინახე, ხარი მეგონა. – გელი დაჭამს და გამოვდენი- მეთქინ და მივედი. თურმე დათვი ყოფილა. შვაღამემდი ვზდიე, ჩავაგდე ერ კოდმეში, იქინეი ქვაი იყო და იმას ამივეფარე, დუუჟედი და მევიდა ჩემთან თლა ახლო, მე პირდაპირ კისერში მივადევი თოფი და ვესროლე. გადაგორდა და ბეური იკუთა ღელეში. სულ ამის მერე ცამეტი დათვი მოვკალი. სამასზე მეტი შველი მყავს მოკლული.
.
მთქმელი ბესარიონ კუკულავა სოფელი ზემო აკეთი, შაწერილია.
კახა ჩავლეშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share