უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი “რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე”.
„განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და არავინ მიაქვს ეს გვამები. გვესმის, რომ რუსეთს აქვს მხოლოდ უძირო ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები, ბომბები. მაგრამ მინდა ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს: რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა “უპრეცედენტო დანაკარგები” განიცადეს და რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი “80-90%-ით განადგურდა”