24 თებერვლიდან 18 მარტამდე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 2 246-ს შეადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებმა 847 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 64 ბავშვი. ოფიციალურად აღრიცხულია 1 399 დაშავებული, აქედან 78 ბავშვია.
ორგანიზაციის ცნობით, უკრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების მსხვერპლი ხდებიან.
გაეროში აცხადებენ, რომ რეალური ზარალი გაცილებით მაღალია, რადგან ოკუპირებულ რეგიონებში ზუსტი მონაცემების აღრიცხვა ვერ ხერხდება.