“თუ გინდათ მცემეთ, გადამაგდეთ. მწარე სიმართლეს თავად ნახავთ მალე” – რას წერს ჭანჭათის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ილია ვადაჭკორია სოციალურ ქსელში?
,,დღეს ისეთი სიტუაციაა, რომელიც ბოლო 10 საუკუნის მანძლზე აღარ იქნება. ზოგიერთი ჩემი უკვე “მეგობრის” აზრი უსუსრია (მათ მოღალატეებად ვთვლი (ალტ ინფოელებს).
ადამინები, რომლებიც რუსულ დროშებს ამზადებთ იმ აზრით, რომ ელოდებით სიტყვებს: “რუსეთმა გაიმარჯვა”, მოვა დრო და როგორც მოღალატეები, სარზე დაჯდებით.
უბრალოდ მაოცებს, თუ რატომ ავიწყდებათ ადამიანებს (განასკუთრებით ისტორიკოსებს) რუსეთის “მადლი” და “ერთმორწმუნეობა”. ან დაგვიჯერეთ ისტორიკოსებს ან გაჩუმდით.
დღეს ჭეშმრიტ ისტორიკიკოსებს (და არა ტრუხა მოღალატე ისტორიკოსებს) შეუძლიათ განაზღვროს ჭეშმარიტება, რადგან ისტორია ყოველთვის მეორდება, განსაკუთრებით მარტივია რუსეთის უსუსური სტატეგიის გამოცნობა.
უკვე ჩართული ვართ მესამე მსოფლიო ომში ( შეგახსენებთ, რომ მე-2 მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო და სსრკ-სთვის კი 1941 წლისთვის) ასე, რომ ნუ ფიქრობთ, რომ მშრალზე ვართ გასული. მსოფლიო გადანაწილება მოხდება და ახალი წესრიგი დამყარდება.
ისტორიამ და ომმა არ იცის საუკუნეები ( არც I და არც XXI-ე), რადგან ისტორია პირველშიც და XXI-ე საუკუნეშიც ერთი და იგივე ადამიანური გრძნობებით მოქმედებს.
სულ მიკვირდა, საქართველოს რომ ჰყავდა ამდენი მოღალატე. ახლა კი ვხვდები.
როგორც დღეს, ისე შუა საუკუნეებშიც ვითომ ქართველები ვერ ხვდებოდა მტერს როგორ დახვედროდა.. (რუსეთუმეებს ვგულისხმობ)
რუსი ღვიძლი ძმაც კი მაინც პროპუტინი რუსი იაქნება 90 % -ით. იმიტომ რომ მათი დეენემი რუსი კი არა წმინდა მ ო ნ ღ ო ლ ი ა.
რუსები გადაშენდა. ახალი მ ო ნ ღ ო ლ ე ბ ი უტევს მსოფლიოს და არ დაინდობს არავის.
ვერც სირაქლემას პოზა დაგვიცავს ამ ურდოდან.
P.S. თუ გინდათ მცემეთ, გადამაგდეთ. მწარე სიმართლეს თავად ნახავთ მალე.
დიდება უკრაინას.
გაუმარჯოს საქართველოს.” – წერს სოციალურ ქსელში ილია ვადაჭკორია.