18 – 20 მარტს ქ.თბილისში მძლეოსნობის სასახლემ , დახურულ დარბაზში მძლეოსნობაში ( 2006 – 2007 – 2008 ) წლამდელთა შორის საქართველოს ახალგაზრდულ პირად ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატის მთავარი მიზანი, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებაა.
შეჯიბრზე ოზურგეთის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შინ ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო წამოიღო.
ოქრო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ბირთვის კვრაში ქეთევან მამალაძემ მოიპოვა ( მწვრთნელები : დ. მანთიძე, მ, კოტრიკაძე)
მეორე საპრიზო ადგილზე სამხტომში მერაბ მახარაძე გავიდა( მწვრთნელი მ, კოტრიკაძე)
ხოლო ბრინჯაოს მედალს ბირთვის კვრაში ელენე ჩავლეშვილი დაეუფლა ( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე )
ასევე წარმატებით იასპარეზეს და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ სოფია კოტრიკაძე ( ბირთვის კვრა) ირაკლი მექვაბიშვილი ( სამხტომი )
კონკურსსგარეშე გამოდიოდნენ და თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს გიორგი მელივამ და ქეთევან თევზაძემ ( 200მ რბენაში , მწვრთნელი მ. კოტრიკაძე)