უკრაინაში რუსეთის დამანგრეველი ომის გამო საკუთარი სახლი 10 მილიონამდე ადამიანმა დატოვა , – ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელი ფილიპო გრანდი აცხადებს, რომლის კომენტარს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
ამასთან, გაეროს ბავშვთა სააგენტოს ინფორმაციით, ომისგან გაქცეულთა 90% ქალი და ბავშვია, ვინაიდან 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს შესაძლო სამხედრო გაწვევის გამო, ქვეყნიდან წასვლა არ შეუძლიათ.
ამასთან, ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა 1,5 მილიონზე მეტმა ბავშვმა, მილიონობით ბავშვმა კი საკუთარი სახლი დატოვა, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაზე რჩება.
კონფლიქტამდე უკრაინის მოსახლეობა 37 მილიონს შეადგენდა.