6 რუსი გენერალი, რომელიც უკრაინელებმა მოკლეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ “შთამბეჭდავია რუსეთის უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობაში მაღალი სიკვდილიანობა”.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე განადგურებულია რუსეთის არმიის 6 გენერალი:

  • როსგვარდიის“ 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი;
  • ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი;
  • აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი;
  •  ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი;
  • 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი;
  • სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.

გარდა ამისა, პოდოლიაკის თქმით, მოკლულია ათობით პოლკოვნიკი და ოფიცერი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია დაახლოებით 14700 რუსი ოკუპანტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share