უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ყირგიზეთს რეფორმებით დაეხმაროს.
როგორც ყირგიზული მედია იუწყება, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ექსპერტმა, ჟაპარ უსენოვმა დაწერა.
უსენოვის თქმით, სააკაშვილმა საკუთარ სახლში მიიპატიჟა, სადაც „შეხვედრას ესწრებოდნენ მისი თანამებრძოლებიც – მარგულან სეისემბაი და ზურაბ ადეიშვილი“.
„ხდება, რომ ადამიანი წარმოგიდგენია ერთი სახით, ხვდები მას ცხოვრებაში, ის აბსოლუტურად სხვა არის და იმედგაცრუება გეუფლება. ეს ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილზე და რეალური გაცნობისას მისი ენერგია და ქარიზმა შორიდანაც ჩანს. ის საკუთარი თავის მიმართ ძალიან დადებითად განგაწყობს.
ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე საქართველოსა და უკრაინაში. მე მოვუყევი მიხეილს ყირგიზეთში მიმდინარე ვითარების შესახებ. მრავალი პარალელი აღმოვაჩინეთ ჩვენს ქვეყნებს შორის, მაგალითად, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში. ბევრი საერთო გვაქვს პრობლემების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა და მარგულან კალიევიჩმა დამარწმუნეს, რომ „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი“ მზადაა, ყირგიზეთში რეფორმების განსახორციელებლად, ითანამშრომლოს მეთოდური და ექსპერტული დახმარების უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მხარეს მათი დანერგვის სურვილი აქვს.
პ.ს. ახლა საქმე ჩვენზეა, ვეცდებით შევისმინოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ ისინი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, თუ – არა“, – წერს უსენოვი.


მსგავსი სტატიები:
თალაკვაძე – ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს
“წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნებზე დომხალი ყოფილიყო“ – ხათუნა გოგორიშვილი
“წულუკიანმა ჩატეხა მორალური ფსკერი”- ხუხაშვილი
დაუმარხავი პოლიტიკური ორგანო- სამადაშვილი პარლამენტზე
ფიზიკურ განადგურებაზე არ დაიხევს უკან- გოგოლაძე ივანიშვილზე
“მეორე მხარესაც აქვთ ასეთი რუკები”- ინტერვიუ ივერი მელაშვილთან
“ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს”!
რა უხარია “ქართულ ოცნებას” მართლა ვერ ვხვდები
