რამდენიმე თვის წინ გურიაში საბჭოთა რეპრესიების უშუალო და მთავარ განმახორციელებელზე – “ოზურგეთის პალაჩად” და “მხრიტავად” წოდებულ კაცზე პოსტი დავდე და რაც კი ამბავი გამეგო ამ კაცზე დავწერე. გამოქვეყნების შემდეგ ერთი ისტორია კიდევ გავიგე, რომელიც ალბად ამ მიზანთროპის ყველაზე მთავარი “აღმოჩენა” გახლდათ.
.
ეს ამბავი ასე გახლდათ ოზურგეთის პალაჩისათვის მის ნათესავს უკითხავს:
– ბიჯო ამდენი კაცი რომ გყავს დანახვრეტი ტყუილუბრალოდ არ გეშინია მაგათი შვილებისო?
ჯალათს გაუცინია და უპასუხნია:
– მაი ერთი ან ორი რომ მყავდეს მოკლული კი იქნებოდა საშიში, მარა მე ქვეყნის ხალხი დავხოცე და ახლა მაგენის შვილები ყველა იმას ფიქრობს ვინცხა რაფერ არ ჩააძაღლებს მაგას და მე რეიზა გავრისკოო!
.
ასე იარა “პალაჩმა“ ღრმა სიბერემდე მის მიერ დახვრეტილი ხალხის შვილებით სავსე გურიაში, გურიაში რომლის ყოფიერება მთლიანად შეცვალა უსასტიკესმა საბჭოთა რეპრესიებმა.
.
ძველი პოსტის ლინკი https://www.facebook.com/kaxa.chavleshvili/posts/10158102664886441
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.