ოზურგეთელმა ქეთევან მამალაძემ ბირთვის სროლაში ოქროს მედალი და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დედაქალაქში მძლეოსნობის სასახლემ , დახურულ დარბაზში მძლეოსნობაში ( 2006 – 2007 – 2008 ) წლამდელთა შორის საქართველოს ახალგაზრდულ პირად ჩემპიონატს 18-20 მარტს უმასპინძლა.
შეჯიბრზე ოზურგეთის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შინ ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო წამოიღო.
ოქრო ქეთევან მამალაძემ მოიპოვა ( მწვრთნელები : დ. მანთიძე, მ, კოტრიკაძე).
მეორე საპრიზო ადგილზე სამხტომში მერაბ მახარაძე გავიდა( მწვრთნელი მ, კოტრიკაძე).
ბრინჯაოს მედალს კი ბირთვის კვრაში ელენე ჩავლეშვილი დაეუფლა ( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე ) .
უამინდობის გამო გრძელი ტყორცნები , რომელშიც ასევე საპრიზო ადგილებს ველოდით ქეთევან მამალაძისა და ლუკა ჯაფარიძისგან გადაიდო.
ასპარეზობა ერთ კვირაში ჩატარდება.