უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, 6-მა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთის სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
”უკვე 6-მა ქვეყანამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით: ესტონეთი, ლიეტუვა გერმანია, პოლონეთი, სლოვაკეთი, შვედეთი. ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის გასაადვილებლად, ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”,-წერს ირინა ვენედიკტოვა.