გაქრობის პირას მყოფი მემკვიდრეობა უკრაინაში

სანამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია რუსეთ-უკრაინის ომის ბედი და რუსეთი აგრძელებს თავის საომარ მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე, იუნესკო გამოდის მოწოდებით დაიცვან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს და განადგურების საფრთხე ემუქრება.

ის თავისი მანდატის ფარგლებში ცდილობს ყველა ღონისძიების გატარებას, მათ შორის ძეგლების სპეციალური „ლურჯი ფარით“ აღნიშვნას. ლურჯი ფარის ემბლემა გამოიყენება კულტურული ძეგლების იდენტიფიცირებისთვის, რადგან კონფლიქტის დროს თავიდან იქნეს აცილებული მისი განადგურება.

unesco

უკრაინა, როგორც ძველი ისტორიის მქონე ქვეყანა და სხვადასხვა კულტურის გადაკვეთის ადგილი, შვიდ ძეგლს ფლობს, რომლებიც იუნესკომ სხვადასხვა დროს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა.

1. მე-11 საუკუნით დათარიღებული წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი მონასტრული კომპლექსით კიევში, ის მართლმადიდებლურ სამყაროში კონკურენციას უწევდა აია სოფიას ტაძარს . ის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა კიევში და პირველი ძეგლია უკრაინის მასშტაბით, რომელიც 1990 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ukraine

2. ბუკოვინისა და დალმაციის მიტროპოლიტის რეზიდენცია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ეს გიგანტური კომპლექსი მოიცავს სამლოცველოს, სემინარიასა და მონასტერს. ბიზანტიური, გოტიკური და ბაროკოს სტილების შერევით ის ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მრავალფეროვან, რელიგიურ და კულტურულ იდენტობას გამოხატავს.

ბუკოვინისა და დალმაციის მიტროპოლიტის რეზიდენცია

3. ლვოვი – ისტორიული ცენტრის ანსამბლი.
ქალაქი ლვოვი გვიან შუა საუკუნეებში დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში პოლიტიკის, რელიგიისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. თანამედროვე ქალაქს შემორჩენილი აქვს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და მათ შორის სხვადასხვა რელიგიური თემის თაყვანისმცემლობის ადგილები. ჭარბობს ბაროკოს ტიპის შენობები. არქიტექტურაში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთ ევროპის გავლენა, იტალიისა და გერმანიის გავლენებს. 1998 წელს, ლვოვის ისტორიული ცენტრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ლვოვი – ისტორიული ცენტრის ანსამბლი.

4. სტრუვეს გეოდეზიური რკალი – ქსელი, რომელიც შეიქმნა დედამიწის პარამეტრების, მისი ფორმისა და ზომის დასადგენად. სტრუვეს რკალი არის საკვლევი სამკუთხედების ჯაჭვი, რომელიც გადაჭიმულია 2820 კილომეტრზე და მოიცავს 10 ქვეყანას. მისი ყველაზე სამხრეთი წერტილი არის უკრაინის ქალაქ სტარო-ნეკრასოვკაში, შავ ზღვაზე, ხოლო მისი ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი ჰამერფესტშია, ნორვეგიაში. 1816-55 წლებში აგებული ეს ერთობლივი სტრუქტურა მეცნიერებს დედამიწის ზუსტი ფორმისა და ზომის განსაზღვრაში დაეხმარა.

სტრუვეს გეოდეზიური რკალი

5. ბიზანტიური ქალაქი-სახელმწიფო ქერსონე ტავრია რომელიც ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ბერძნებმა 422-421 წწ. დაარსეს, ძველ დროში ქერსონე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სავაჭრო და ხელოსნობის ცენტრი იყო. ამ ქალაქის ისტორია ძველი საბერძნეთის, ძველი რომის, ბიზანტიისა და კიევის რუსეთის ისტორიის ნაწილია.

ბიზანტიური ქალაქი-სახელმწიფო ქერსონე ტავრია

6. კარპატების რეგიონისა და პოლონეთის თექვსმეტი ხის ეკლესია 2011 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მათგან რვა უკრაინაში მდებარეობს. კონსტრუქციების ეს სერია მე-16 და მე-19 საუკუნეებში აშენდა როგორც მართლმადიდებლური, ასევე ბერძნული კათოლიკური თემების მიერ. ეკლესიები აშენებულია ოთხ არქიტექტურულ სტილში – გალისიური, ლემკო, ბოიკო და ჰუცული – ეს არის ხის კონსტრუქციის უკვე დაკარგული ტრადიციის მაგალითები.

ხის ეკლესია

7. დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს უძველესი და პირველყოფილი კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეებიწიფელმა გავრცელება ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, 11000 წლის წინ დაიწყო  და ხელუხლებელ, რთულ ეკოლოგიურ სისტემების ნაწილს წარმოადგენს. ეს ტრანსნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა 94 კომპონენტს მოიცავს 18 ქვეყანაში.

უკრაინის ტყე

წიფლის ტყე
კარპატების წიფლის ტყე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share