ირმა გორდელაძე: ალტ-ინფოს მუქარას ხელისუფლება მწვანეს უნთებს, კარგად ხართ ხალხო, თქვენ?

“იმ დღეს მოვესწრებოდე, რომელიმე ოზურგეთელი, გინდა ოზურგეთს გარეთ ალტ-ინფოს წარმომადგენელი… მე ან იმ უზარმაზარ ამალას, რომელიმე წევრს, თმის ღერი რომ გაუქანდეს, ბუნტი და აჯანყება მერე ნახეთ ქვეყანაში, ვინ გაბედავს მაგას, რას ჰქვია, რამე კანონს ვარღვევ? სიმართლეს ვსაუბრობ, ფანატიზმს და ფაშიზმს ვებრძვი. მოდი და დამიდგეს წინ, მე მზად ვარ, მაგ ალტ-ინფოს ხალხსაც დავუჯდე, ვესაუბრო და ვუთხრა. რას ჰქვია.

იმუქრებიან, გავჟუჟავთ ნახევარ საქართველოსო და ამას მწვანეს უნთებს ხელისუფლება, კარგად ხართ ხალხო თქვენ?”

მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი ოზურგეთიდან ირმა გორდელაძე TV პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share