კრემლის ახლო გარემოცვა შემცვლელს ეძებს – ინფორმაცია გუშინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა. პუტინის შემცვლელად FSB-ს დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის კანდიდატურა სახელდება.
“განიხილება ვარიანტები პუტინს რა შეიძლება დაემართოს: ან დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს, ან ღიად ესვრიან ამის შესახებ პუტინმა თავადაც კარგად იცის. ბუნკერში ძალიან ეშინია და FSB-ს მე-5 განყოფილებას იმიტომ უტევს, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. რომ არმიას არ ელოდებოდნენ უკრაინაში. შოიგუსაც ვერ დაეყრდნობა, მასთან წვევამდელებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. ყველამ იცის ამ მანიაკმა რაც ჩაიდინა. პუტინმა პასუხი მოიფიქრა და ომში საომრად 16-17 წლის არასრულწლოვნებს გამოაგზავნიან. გაიხსენით ჰიტლერი 1943 წელს 14 წლის ბიჭები ბერლინის კედელთან ტყვიებით დაცხრილული რომ იწვნენ. საით მიდის ეს ყველაფერი? რამდენი პარალელია და თან რა სიზუსტით”- ამბობს გონჩარენკო.
პუტინის თავიდან მოშორების გეგმებზე ინფორმაცია აქვთ გამომძიებელ ჟურნალისტებსაც.
“რუს ძალოვნებში რუსული ოპერაციის სრული კრახისა და ძალოვნების “წმენდის” შემდეგ უკვე ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი უნდა შეცვალონ. პუტჩი ალბათ არ იქნება, აქ ისეთი რამ უნდა მოხდეს, რომ ამ ძალოვნებისთვის პუტინის მხარდაჭერა შეუძლებელი იქნება. ასეთი რამ ალბათ იქნება თუ პუტინი გადაწყვეტს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, ეს იქნება ბრძანება, რომელიც არ შესრულდება. ისინი არ შეასრულებენ ისეთ ბრძანებას, რომლის გამოც, ისევ დასაცავები გახდებიან, რადგან პუტინი შეიძლება, 1 თვის შემდეგ აღარც იყოს”,- ამბობს საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი.
მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა – უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსული ელიტა პუტინის თავიდან მოშორების სწორედ ამ ვერსიებს განიხილავს.