“ქართული ოცნების” ერთ ერთი სახის, არჩილ თალაკვაძისა და მისი ძმის ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ნათლიამ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ, უკრაინის რადას დეპუტატს ოლექსეი გონჩარენკოს – “ნაძირალა” და “იდიოტი” მხოლოდ იმიტომ უწოდა, რომ გონჩარენკომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის-ვოლოდიმირ ზელენსკისათვის პარლამენტისადმი მიმართვაზე უარის თქმის გამო.
ბიგვავამ ეს განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის საკრებულოს ფიქტიური თავმჯდომარის, დავით დარჩიას პირობებში ამ ინსტიტუციას ფაქტიურად ბიგვავა ხელმძღვანელობს.
ეს უკანასკნელი სკანდალში რამდენიმე თვის წინ გაეხვა, როცა მისი ცრუ დასმენის გამო საკრებულოში ოზურგეთელი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით მჟავანაძე პოლიციამ სიტყვით გამოსვლისას დააკავა.
მოგვიანებით მჟავანაძე ოზურგეთის სასამართლომ გაამართლა, თუმცა მან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი დაჰყო.