ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის გემი გაანადგურეს

ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ დღეს დილით მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორია დაბომბა. დღეს დილიდან გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. უკრაინული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში თვითმხილველები შავი ზღვის აკვატორიაში მტრის ორი სამხედრო გემის შესახებ წერდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით აალდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share