ქართველმა მებრძოლმა შოთა კედელაშვილმა კიევის ერთ-ერთ საგუშაგოსთან ოკუპანტების დივერსანტი დააკავა.
მამაკაცი, რომელის საეჭვოდ გადაადგილდებოდა, ადგილზე იქნა აყვანილი. მას რამდენიმე მობილური ტელეფონი და საეჭვო ნივთები აღმოჩნდა. როგორც შემდეგში გაირკვა, დივერსანტი, კიევის ერთ-ერთ მეტროსსადგურზე შესვლას აპირებდა, იქ სადაც, მოქალაქეები თავს აფარებენ.
ქართველი მებრძოლის მიერ დაკავებული დივერსანტი უკრიანის პოლიციას გადაეცა.
წინსწარი ინფორმაციით დგინდება, რომ მას კიევის მეტროში დივერსიული აქტის, აფეთქების მოწყობა სურდა.
„ამ ადამიანის მიზანი იყო კიევის მეტროში მოხვედრა, იქ სავარაუდოდ ნაღმს დადებდა ან სხვა სახის დივერსიას მოაწყობდა. გავჩხრიკე ადგილზე დავაკავე, გამოვიძახეთ პოლიცია, შსს-ს დანაყოფები და ის ამ დროისათის დაკავებულია. დივერსანტი წარმოშობით ყირიმიდან იყო’’- განუცხადა CNews-ს ქართველმა მებრძოლმა კედელაშვილმა, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან ბრძოლის წინა ხაზზეა.
შოთა კედელაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის დამფუძნებელია, ის ერთ-ერთი მთავარი იყო, რომელმაც ქართველი მებრძოლები შეკრიბა და ბრძოლებში მოაბილიზა. ახლა ქართველი კიევის
ტერიტორიული დაცვის ერთ-ერთი მეთაურის მოადგილეა და უკრაინის დედაქალაქის საგუშაგო პოსტებს ამაგრებს. ქვეყანას რუსი დამპყრობლებისგან იცავს.
cnews.ge