„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს ჰენრი კლუგესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჰარცელი ამბობს, უახლოეს მომავალში ქვეყანა ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილ მორიგ დახმარებას მიიღებს.
„მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით. უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას“ – განაცხადა ელჩმა.
მსგავსი სტატიები
- 82
მომავალში, შესაძლოა, დახმარების ახალი პროგრამები გაჩნდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „სამთავრობო პროგრამაში არის გაწერილი დახმარება, თუმცა ამან შესაძლოა, სრულად ვერ დააკომპენსიროს ის დანაკლისი, რაც მიადგებათ მოქალაქეებს. მაგრამ ეს დახმარებები არის და ეს მოდელი არ არის ჩაკეტილი, მომავალშიც შეიძლება ახალი მხარდაჭერის პროგრამებიც გაჩნდეს“, – განაცხადა სერგეენკომ.
- 81
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 80
- 80
ოპოზიციის პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს. “ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით ევროპული საქართველოს ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზები – ძალადობა და დაემატა ძალადობას – ლეგიტიმური, მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“…