”საშინელებაა, როცა ადამიანს პროფილზე უკრაინის დროშა უყენია და გულის სიღრმეში ბარბაროსების გამარჯვებაზე ლოცულობს!”

ოზურგეთელი არქიტექტორი, ნოდარ გაგუა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე წერს:
“ქვეყანა დაღუპა შურმა, უღმერთოდ იცინის ღმერთი, რა გალაპარეკებს თურმე, გაჩუმდი, იყავი შენთვის!!! ძნელია დიდ მუხრან მაჭავარიანს არ დაეთანხმო, მარა რა ვქნა, ვერ ვჩუმდები!!! ვერ ვჩუმდები, როცა ნათლად ვხედავ, როგორ ღუპავს, ცოცხლად ჭამს შური ჩვენს ქვეყანას!!! დღეს ყველამ ვნახეთ, როგორ ჩამოგლიჯა ბათუმელმა გოგომ ლიფტის კაბინაში გაკრული უკრაინის დროშის სტიკერი და ნაკუწებად აქცია!!!! საშინელებაა არაა??!! ჰო, მარა მგონი უარესი საშინელებაა, როცა ადამიანს FB პროფილზე უკრაინის დროშა უყენია, გაიძახის “დიდება უკრაინას” და გულის სიღრმეში ბარბაროსების გამარჯვებაზე ლოცულობს!!!! ბევრს ალბათ ჰგონია ვბოდავ, მარა რამდენმა იცანით თქვენი თავი??? ჭირის მალვას არასოდეს მოუტანია სიკეთე, მეტიც, ზედმეტი სიამაყით მუდმივად ჩვენი ნაკლის მიფუჩეჩებამ იმ საზარელ რეალობამდე მიგვიყვანა, სადაც ფარისევლობა ცხოვრების ნორმა გახდა!! იქამდეც მივედით, “მორწმუნეები” უფლის მოტყუებასაც არ თაკილობენ და ისიც კი არ იციან – ღ მ ე რ თ ს ვ ე რ მ ო ა ტ ყ უ ე ბ !!!! გთხოვთ, გემუდარებით, ნუ შევაჭმევინებთ შურს, მტრობას და სიჯიუტეს საკუთარ თავს და ნუ დავაღუპინებთ ჩვენს ქვეყანას!!!”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share