“მათ გულისა და სულის ნაცვლად სიცარიელე აქვთ”-ვოლოდიმირ ზელენსკი რუს პილოტებზე

მათ სიცარიელე აქვთ გულის ნავლად, სულის ნაცვლად და ყველაფრის ნაცვლად, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენმა სამხედროებმა უკვე იმდენი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს! გონების ნაცვლად რა აქვთ მათ პილოტებს? აქაც სიცარიელეა?” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ხერსონში, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიანად, იარაღის გარეშე თავიანთი თავისუფლების დასაცავად აქცია გამართეს.

“რუსმა ჯარისკაცებმა არც კი იციან, როგორია იყო თავისუფალი, აქ წამოიყვანეს, მართალი გითხრათ, თითქოსდა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შერცხვენა მიუსაჯეს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

გასული დღის შეჯამებისა მან განაცხადა, რომ 8 ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობდა და სხვადასხვა ქალაქიდან 8 057 ადამიანის გაყვანა განხორციელდა. ამასთან, დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.

„რთული დღე იყო, მაგრამ ეს იყო კიდევ ერთი დღე, რომელიც ყველას გვაახლოებს გამარჯვებასთან, ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობასთან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share