ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, სიტყვა რევოლუცია, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ახსენებენ, მოლაპარაკებების პროცესს არ ეხმარება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ბუნებრივია, რომ თავისთავად სიტყვა რევოლუცია არ ეხმარება მოლაპარაკებების პროცესს. ცხადია, ამას მხარს ვერც ჩვენ დავუჭერთ. ქუჩის პროტესტს და აზრის გამოხატვას დემონსტრაციის გზით, თუ ეს დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ჰარცელმა.
18 დეკემბერს გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „როდესაც ხელისუფლება არჩევნებს აუქმებს, რჩება 2 სცენარი – ან დიქტატურისკენ სვლასთან შეგუება, ან ლეგიტიმური რევოლუცია“.
მსგავსი სტატიები
- 88
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 87
„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული…
- 87
"რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. "მე მინდა გავიხსენო, ჩვენ გვყავს, ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ…
- 86