“მძიმე სენის, განსაცდელის მიზეზი, ხშირად ჩვენი არასწორი ცხოვრებაა”- საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას თქვა.
“უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით. დღეს ჩვენ ერსა და მთელ მსოფლიოს წმინდა ნიკოლოზი, როგორც სწრაფლშემწე შეგვეწიოს და დავძლიოთ, არამარტო სენი, არამედ მიზეზები. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის გამომწვევი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები ჩვენი დაშორება ღმერთთან და განსაცდელებით უფალი გვასწავლის, როგორც მის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ და დაბრუნდნენ თავის წიაღში. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. შეგვეწიოს წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს.”
მსგავსი სტატიები
- 85
„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული…
- 84
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 84
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპოზიციამ "კეთილი უნდა ინებოს" და პარლამენტში შევიდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნისთვის არის ეს ფაქტი ცუდი და მნიშვნელობა არ აქვს - კონკრეტულად გომელაური პარლამენტში ოპოზიციის არყოფნით კომფორტულადაა თუ არა. "ძალიან ცუდია პირველ რიგში ქვეყნისთვის. მე ახლა კომფორტულად ვიჯექი შიგნით თუ დისკომფროტს…
- 83
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ყირგიზეთს რეფორმებით დაეხმაროს. როგორც ყირგიზული მედია იუწყება, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ექსპერტმა, ჟაპარ უსენოვმა დაწერა. უსენოვის თქმით, სააკაშვილმა საკუთარ სახლში მიიპატიჟა, სადაც „შეხვედრას ესწრებოდნენ მისი თანამებრძოლებიც – მარგულან სეისემბაი და ზურაბ ადეიშვილი“. „ხდება, რომ ადამიანი წარმოგიდგენია ერთი სახით, ხვდები მას ცხოვრებაში,…